fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ვოლოსი: 26 წლის ბიჭმა სასიყვარულო იმედგაცრუების გამო თავი მოიკლა

გუშინ, ვოლოსში, 26 წლის ახალგაზრდა საკუთარმა ბიძაშვილმა სახლში ჩამომხრჩვალი იპოვა.

ინციდენტი დაახლოებით საღამოს 19:30 წუთზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბიჭი უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში ნახეს და მისი გვამი საავადმყოფოში გადაასვენეს.

პოლიციამ კრიმინალური აქტის შესაძლებლობა სრულად გამორიცხა, რადგან ცხადი იყო, რომ საქმე თვითმვკლელობას ეხებოდა. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და სწორედ ამის ფონზე გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

მას შემდეგ რაც გარდაცვლილი ტელეფონის ზარებს არ პასუხობდა, მისი ბიძაშვილი სახლში მივიდა, რათა ენახა კარგად იყო თუ არა. როდესაც კარზე მრავალჯერ დაკაკუნების შემდეგ ის არ რეაგირებდა, მიხვდა, რომ რაღაც ცუდი მოხდა და ფანჯრიდან შევიდა. შემდეგ კი ნანახით შოკირებულმა პოლიცია გამოიძახა.

წინასწარი გამოძიებით ცნობილია, რომ 16 წლის ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობაში იმედგაცრუება ჰქონდა, რის გამოც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. მისი თვითმკვლელობის მიზეზად ჯერჯერობით ეს სახელდება.

onalem

ტესტ