ვიზალიბერალიზაციის თარიღი დასახალებულია – ტრიალოგის შეხვედრის შედეგები

თარიღი დასახელებულია – ტრიალოგის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უვიზო მიმოსვლით საქართველოს მოქალაქეები აპრილის ბოლოდან ისარგებლებენ.

ეს თარიღი დღეს სტრასბურგში საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ახსენა. ევროპარლამენტის წევრი, ამბობს, რომ აპრილის ბოლო იმ თარიღებიდან გამომდინარეობს, რომელიც მათ გუშინდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საბჭომ შესთავაზათ.

მამიკინსის მიერ დასახელებული თარიღების დაჩქარების პირობას დებს ევროპარლამენტის წევრი მარია გაბრიელი. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ამბობს, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ შეთავაზებული თარიღები შორსაა და საქართველოს მოქალაქემ უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში აპრილის გაცილებით ადრე უნდა შეძლოს.

პროცედურის მიხედვით, საკითხს მუდმივი კომიტეტის წარმომადგენლების სხდომაზე და ასეველიბეს კომიტეტში მხარდაჭერის შემდეგ ევროპარლამენტის სხდომაზე ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 21-ე დღეს შეჩერების მექანიზმის ამუშავების პარალელურად შედის ძალაში.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში სოციალურ-ეკონიმიკური ფონის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნეს, რომ მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლით სარგებლობა შეძლონ.

melano

ტესტ