fbpx
საზოგადოება

ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის – საბერძნეთში ინფექციით 17 ადამიანი დაიღუპა

საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსის შედეგად, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის, 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იტყობინება.

“ევრონიუსის” ცნობით, წელს, საბერძნეთში ვირუსით დაინფიცირების 130 შემთხვევა დაფიქსირდა. ათენის სამედიცინო ასოციაცია საბერძნეთის მთავრობას მოუწოდებს მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.

“ვირუსის გავრცელება ადრეულად დაიწყო და უცებ გაიზარდა დაინფიცირების შემთხვევები. 1996 წელს რუმინეთში ამ ვირუსით დიდი ეპიდემია დაფიქსირდა, მას შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებში იყო შემთხვევები. ბოლო 10 წელია თითქმის ყოველ ზაფხულს ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ამ ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება”, – განმარტავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

დასავლეთ ნილოსის ვირუსის სიმპტომებია ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ღებინება და გულისრევა. თუმცა, დაახლოებით 80%-ს მათ შორის, ვინც ამ ვირუსით ინფიცირდება, არანაირი სიმპტომები არ აქვს. 1%-ის შემთხვევაში კი მენინგიტი ან ენცეპალიტი ვითარდება, დანარჩენს კი სხვა ვირუსული ინფექციები უვითარდება.

როგორც საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, დასავლეთ ნილოსის ვირუსი ევროპაში დაინფიცირებული ფრინველების საშუალებით გავრცელდა, რომლებიც აფრიკიდან ჩაფრინდნენ ევროპაში.

onalem

ტესტ