fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაქართველო

ვიქტორ დოლიძე – კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირში უვიზოდ ყოფნის ვადები და არ მოითხოვონ თავშესაფარი

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადები და არ მოითხოვონ თავშესაფარი, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაიწყო თუ არა რაიმე ღონისძიებების გატარება საქართველოს იმ მოქალაქეების ადგილსამყოფელის დადგენისა და სამშობლოში დაბრუნების მიზნით, რომლებმაც ევროკავშირსა და შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადები დაარღვიეს.

„ჩვენ ღონისძიებების გატარება არც ერთი დღე არ შეგვიჩერებია. ვიზასთან დაკავშირებული კამპანია იქნებოდა ეს, ევროპის პოპულარიზაციასთან თუ სხვა. ვფიქრობ, რომ ზედმიწევნით სწორედ ჩავატარეთ და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ – ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება საკმაოდ ამაღლებულია და ამის პრობლემა არავის ჰქონია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო თითოეულ თანამოქალაქეს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს, რომ არ დაარღვიოს ვადები; არ მოითხოვოს თავშესაფარი, იმიტომ რომ საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების რიგშია შესული ევროკავშირისა და შენგენის ზონის უმეტეს ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ისინი ნებისმიერი ინფორმაციით, რომელიც მათ დასჭირდებათ, თუმცა ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ მარტო, ჩვენი თანამოქალაქეების დახმარების გარეშე, რომელთაც არ უნდა დაარღვიონ წესები და სხვებს არ შეუქმნან პრობლემა. მე მგონია, რომ პროცესი კარგად და სწორად მიდის, თუმცა ამას სჭირდება განგრძობადობა. ჩვენ გვაქვს მონაცემი, რომელიც მივიღეთ ევროპელი პარტნიორებისგან. არავითარი განსაკუთრებული ცვლილებები სტატისტიკაში ჯერჯერობით არ არის, თუმცა მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს… სამი თვის შემდეგ, მე მაინტერესებს უკვე ექვსთვიანი მონაცემები როგორი იქნება და იქიდან გამომდინარე, ალბათ, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ერთი წუთით არ შეგვიჩერებია კამპანია, რომელიც დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

2017 წლის 28 მარტიდან ივლისამდე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით საქართველოს 55 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში 3 ათასზე მეტი არ დაბრუნებულა.

onalem

ტესტ