fbpx
კრიმინალი

ვინ მართავდა პადელიდის მანქანას საბედისწერო დღეს?!

პადელი პადელიდის გარდაცვალების გამოძიების შედეგები ათენის მოსამართლეთა ხელშია. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ურთიერთგამომრიცხავია.

არსებობს ორი ვერსია: ექსპერტიზის დასკვნით საჭესთან თავად მომღერალი იჯდა. თუმცა, პარალელურად, პადელის მშობლების მიერ დაქირავებული კერძო გამომძიებლების თქმით, მანქანას ფროსო კირიაკუ მართავდა.

ამ საკამათო საკითხის გადასაწყვეტად, დაინიშნება გამომძიებელ-ექსპერტი, რომელიც შეაფასებს, შეესაბამება თუ არა მგზავრების მიერ მიღებული დაზიანებები მანქანის იმ ადგილებს, სადაც ისინი ისხდნენ.

სამედიცინო ანგარიში სასამართლოს მიერ დამუშავდება და გამოიკვეთება გადამწყვეტი მიზეზი. თუ დადასტურდება, რომ საჭესთან პადელიდი იჯდა, საქმე დაიხურება. ხოლო საპირისპირო დასკვნის შემთხვევაში, ფროსო კირიაკუს წინააღმდეგ აღიძვრება ახალი სარჩელი, რადგან მას განიხილავენ, როგორც მკვლელობის ჩამდენ პირს.

onalem

ტესტ