fbpx
კრიმინალი

ვინ გაძარცვა მაღაზია კოლონაკში – პოლიცია მისი ეროვნების შესახებ ვარაუდს ავრცელებს!

პირველადი ინფორმაციით, მძარცველი ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეა. მამაკაცი ბერძენი არ არის მაგრამ საკმაოდ კარგად საუბრობს ბერძნულად. ის, რამაც მის ეროვნებასთან დაკავშირებით ეჭვი გააჩინა, მისი აქცენტია.

კოლონაკში მდებარე მაღაზიის კამერებმა მამაკაცი დააფიქსირა, ვინაიდან ის აღნიშნულ მაღაზიაში ორი დღით ადრეც შევიდა, რათა იქაურობა დაეზვერა. 

ის არის კარგად ჩაცმული, დაახლოებით 35-დან 40 წლამდე მამაკაცი, მოკლე თმით.

აქვს საკმაოდ სოლიდური შესახედაობა და გამყიდველს თავი კლიენტად წარუდგინა. მათი საუბარი იქამდეც კი მივიდა, რომ უთხრა, რომ ციხეში იყო ნამყოფი.

მაღაზიაში მეორედ მისვლისას მან იარაღის მუქარით 35-40 საათი გაიტანა, რომელთა საერთო ღირებულებაც 300, 000 ევროა.

onalem

ტესტ