fbpx
საზოგადოება

ვინ ემსხვერპლა კრეტაზე კატერის საშინელ კატასტროფას?!

კრეტაზე გუშინ მომხდარმა საზარელმა ამბავმა მთელი კუნძული შეძრა. კატერის კლდესთან შეჯახების შედეგად, სამი ახალგზარდა მამაკაცი გარდაიცვალა. ბერძნული მედია მათ ვინაობას და ფოტოებს ავრცელებს.

მათგან ორნი ძმები იყვნენ, 32 და 33 წლის სტომატოლოგები, კოსტის და სტელიოს კონსტანტარაკები. ხოლო მესამე მათი 35 წლის მეგობარი, მანოლის ცეფისი, რომელსაც დღეს დაკრძალავენ.

მძიმედ არის დაშავებული 30 წლის მამაკაციც, რომელიც კატერის ბორტზე მათთან ერთად იმყოფებოდა. ის ამ დროისთვის, კრიტიკული მდგომარეობით, საავადმყოფოში იმყოფება.

პოლიცია გადარჩენილის გამოჯანმრთელებას ელოდება, რათა მისი ჩვენების საფუძველზე, ინციდენტის რეალური მიზეზი დადგინდეს.

იხილეთ ფოტო:

onalem

ტესტ