fbpx
კრიმინალი

პალეოკოსტა- საშიში კრიმინალი, რომელსაც საბერძნეთის პოლიცია დღემდე ეძებს

საბერძნეთის პოლიცია გასაკუთრებით საშიში კრიმინალის ფოტოებს ავრცელებს, პალეოკოსტას ისინი დღემდე ეძებენ, ხოლო ევროპოლს მისი პოვნისთვის 1 მილიონი ევრო აქვს დაწესებული.

52 წლის ვასილის პალეოკოსტა, დაბადებული ტრიკალაში – ის წლების წინ გაასამართლეს და შერაცხულია, როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე. მას ბრალად ედება უამრავ კრიმინალური აქტივობის, ძირითადად ძარცვებისა და გატაცებების ორგანიზება . პალეოკოსტას 25 წელი ჰქონდა მისჯილი და კორიდალოს ციხიდან ორჯერ გაიქცა.

აღსანიშნავია, რომ ევროპოლმა მისი დაკავებისთვის 1 მილიონი ევრო დააწესა. საბერძნეთის პოლიცია აცხადებს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას პალეოკოსტასგან და სწრაფად უნდა მოხდეს მისი მოძებნა.

ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, თუკი ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე აღბეჭდილ მამაკაცთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პოლიციას:  2310 – 388451  388452 , 210 – 6411111.

onalem

ტესტ