fbpx
კრიმინალი

ვინ არიან ათენის ცენტრში დაკავებული გაწვრთნილი ჯიბის ქურდები?!

სპეციალური ოპერაციის შედეგად, რომელიც პოლიციამ სინდაღმაზე, მონასტირაკისა და აკროპოლის ტერიტორიაზე ჩაატარა, 30 პირის დაკავება მოხერხდა. ისინი ე.წ. ჯიბის ქურდები არიან, მაგრამ მათ უკან იმალება წარმოუდგენელი ფაქტები.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, 14-დან 39 წლამდე, არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. ისინი არ იყვნენ უბრალო ქურდები, რომლებიც გავლა-გამოვლისას თუ გამოუვიდოდათ, რაიმეს მოიპარავდნენ, არამედ კარგად გაწვრთნილი დამნაშავეები, რომელთაც დროდადრო ბულგარეთიდან და რუმინეთიდან ჩამოჰყავდათ ხალგაზრდები, რათა ქუჩაში საქურდლად დაეყენებინათ.

კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერები, თავად ეგვიპტელები არიან. მათ ახალგაზრდა უცხოელებს საბერძნეთში საცხოვრებლითა და საკვებით უზრუველყოფდნენ, ხოლო “გაკვეთილების” გავლის შემდეგ, ქურდობაში დახელოვნებულებს უკვე ქუჩაში უშვებდნენ.

ისინი არ მოქმედებნენ მხოლოდ ათენის ცენტრში, არამედ განაწილებულნი იყვნენ საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ყველაზე ხელსაყრელ პირობებს ნახულობდნენ საქურდლად.

პოლიციამ დაკავებისას ამოიღო 1, 000 ევრო და უამრავი საფულე, ხელჩანთა და ა.შ. ამასთანავე ტურისტული რუკები, რომლებსაც დანაშაულის დროს იყენებდნენ, რათა ტურისტების ყურადღება მიეპყროთ, ხოლო შემდეგ მისი ჯიბიდან მოეპარათ ის, რაც ხელში მოხვდებოდათ.

თითოეული მათგანი ათენის პროკურატურაშია გადაყვანილი.

onalem

ტესტ