fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ვიქტორია კარიდის მეუღლის მკვლელმა მისი ყველა ნაბიჯი “შიგნიდან” იცოდა!

საბერძნეთის პოლიცია იანის მაკრის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. მათ აქვთ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ვიქტორია კარიდის მეუღლის თითოეული ნაბიჯი მკვლელისთვის ცნობილი იყო, თანაც, ოჯახის რომელიღაც ახლობლისგან. იგულისხმება ისეთი დეტალები, რომლებზეც შეუძლებელი იყო ინფორმაცია ჰქონოდა უცხო პირს.

Open TV-ის მიხედვით, მკვლელმა ზუსტად იცოდა, თუ რომელ მანქანას აირჩევდა მაკრი გლიფადაში წასასვლელად, თავისი კომპანიის ინაუგურაციაზე. ოჯახს 4 მანქანა ჰყავდა, თუმცა, მაკრიმ Smart აირჩია.

ცხადია, აღნიშნული მანქანა მაკრის საკუთრებაში იყო და ის იყო ერთადერთი, რომელიც სახლის გარეთ იდგა და არა სადგომზე.

სწორედ აღნიშნული ფაქტი აფიქრებინებს პოლიციას, რომ მკვლელმა იცოდა მაკრის თითოეული ნაბიჯი, რომელსაც გადადგამდა, ოჯახის ახლობლისგან ან ნათესავისგან.

ამავე დროს, მკვლელი დააფიქსირეს იქ მდებარე კამერებმაც, მაგრამ ის ისეა შენიღბული, რომ ჯერჯერობით მისი ამოცნობა ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ