fbpx
ემიგრაციული სიახლეები

რუსეთის ფედერაციის ელჩი :”ვერ წარმოვიდგენ საომარ მდგომარეობას საბერძნეთსა და თურქეთს შორის”.

აშშ-ის ელჩის განცხადების საფუძველზე, რუსეთის ელჩმა გამორიცხა საომარი მდგომარეობის საფუძველის არსებობა საბერძნეთს და თურქეთს შორის. ასევე, ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიერ ალექსის ციპრასის ოფიციალურ მოწვევაზე მოსკოვში.
 ანდრეი მასლოვმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ S400 რაკეტების შეძენამ არ დაარღვია ბალანსი ორ ქვეყანას შორის, რადგან წარსულში საბერძნეთიც ფლობდა შესაბამისი სახის იარაღს. ამიტომ, S400 რაკეტების შეძენით საფრთხე არ ემუქრება საბერძნეთის და თურქეთის ურთიერთობას.
რუსეთის ელჩმა თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან, რომელიც ეხება ორ ბერძენ დაპატიმრებულ ჯარისკაცს, და თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაცია თუ რა ისაუბრა ვლადიმერ პუტინმა რეჯებ ტაეპ ერდოღანთან. ცივი ომის ატმოსფეროსთან  დაკავშირებით აშშ-ს და რუსეთს შორის ანდრეი მასლოვმა განაცხადა, რომ იგი ზეგავლენას არ მოახდენს მოსკვსა და ათენს შორის ურთიერთობაზე, და რუსეთის ფედერაცია მიიღებს დადებითად ნებისმიერ გადაწყვეტილებას სკოპიას თემასთან დაკავშირებით თუ იგი აღნიშნული იქნება სკოპიას კონსტიტუციაში. ამდრეი მასლოვმა ასევე ისაუბრა საბერძნეთის ეკონომიკურ წინსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წინა წელს ყველაზე დიდი ინვესტიცია განხორციელდა რუსი ბეზნესმენის მიერ ელუნდაში.