fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ვენის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადაეცა

ვენის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადაეცა. ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის  სიმონ არველაძის ორტომეული მწერლის შვილიშვილებმა აჩუქეს,   ხოლო თუში პოეტის სიმონ არშაულიძის წიგნი “თუშნო წყალობა ჯვარისა” ბიბლიოთეკას თავად ავტორმა გადასცა.

ღონისძიებას ბიბლიოთეკის მკითხველები, თანამშრომლები და  საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგაგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა გიორგი ტაბატაძემ  ქართული ლიტერატურა მოკლედ მიმოიხილა და წიგნები წარადგინა. 

სიმონ არველაძის ორტომეულის პირველ ტომი ორი ნაწარმოებია: “შორეული თავისიანები და ჩვენებური უცხოელები””შორეულ თავისიანებში” წარმოდგენილია ქართველი ხალხის და მისი სულიერი კულტურის უცხოელ მეგობართა ღვაწლი და დამსახურება. “ჩვენებური უცხოელებში” ავტორი საზღვარგარეთ მცხოვრებ და მოღვაწე ქართველების შესახებ მოგვიტხრობს.

მეორე ტომი კი,  ფილოსოფიურ-პოლიტიკური ნააზრევსა და  – ესეისტურ პრელუდიებს ეთმობა.

სიმონ არშაულიძეს კი, თავის  წიგნში  “თუშნო წყალობა ჯვარისა გადმოცემული აქვს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის თუშეთის ბუნების პეიზაჟები და ეგზოტიკა. ბუნების სილამაზე, რელიგიური მრწამსი,

კულტურა, ტრადიციები, ერთსულოვნება, სიყვარული, მეგობრობა, წინაპართა

გმირობები. თუშური ყოფის სინამდვილე წარსულის გადმოსახედიდან დღემდე, პროზისა და პოეზიის სახით. ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცისთვის ვენის ბიბლიოთეკაში,  ქართული სექცცია 2014 წელს გახსნა.