ველური თესალონიკი: იგუანა და ტახები ქალაქის ქუჩებში

ორშაბათს თესალონიკის მაცხოვრებლები უცნაური სანახაობის მომსწრე გახდნენ. მონასტირიუს ქუჩაზე ფეხით მოსიარულეები იგუანას და ტახების გვერდით მიდი-მოდიოდნენ. როგორც გაირკვა, 8 კილოგრამიანი რეპტილია ადამიანს შინ ჰყავდა და სახლიდან გამოიპარა, ხოლო როცა პატრონმა შენიშნა, რომ ის სახლში აღარ იყო, მის მოსაძებნად სწრაფად გამოემართა.

მაგრამ ასეთ ლამაზ და მშვენიერ სალონიკში იგუანა არ იყო ერთადერთი განსაცვიფრებელი სანახაობა, ამავე დროს, ქუჩაში ტახების გუნდმა ჩაირბინა. მოსახლეობის თქმით, ბოლო დღეებში აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით გამწვავებულია.