ვასილოპიტა – სტელიოს პარლიაროს განსხვავებული რეცეპტი

საჭირო პროდუქტების სია:

200 გრ შავი შოკოლადი (κουβερτούρα) 66%-70% კაკაოს შემცველობით, დაქუცმაცებული
320 გრ კარაქი, აკეპილი
440 გრ შაქარი (სასურველია ყავისფერი)
1 ჩ.კ. მიხაკი (γαρίφαλο)
1/2 ჩ.კ. დარიჩინი (κανέλα)
1/2 ჩ.კ. ჯავზი (μοσχοκάρυδο)
8 კვერცხი
320 გრ ნუში, დაფქული ან წვრილად გახეხილი
140 გრ ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა ძმრით
300 გრ შავი ქლიავის ჩირი, დაჭრილი მეოთხედებად
შაქრის ფქვილი თავზე მოსაყრელად.

სტატიის დედანი შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდძე: MZIAS SUPRA. ავტორი: მზია გურეშიძე.

მომზადების წესი:
– გავადნოთ კარაქი და შოკოლადი ორთქლზე.
– მსუბუქად ავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი, საკმაზები, ნუშის ფქვილი.
– შევურიოთ კვერცხიანი მასა კარაქიანს.
– დავუმატოთ მასას სოდა ძმრით და ფქვილი, ბოლოს კი ქლიავი.
– მოვათავსოთ 30 სმ დიამეტრის მქონე გამოსაცხობ ფორმაში, რომელსაც ჯერ წავუსვამთ ცხიმს და მოვაყრით ფქვილს.
– ვდებთ გახურებულ ღუმელში და ვაცხობთ 170 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი 160 გრადუსზე კიდევ ნახევარი საათით.
– ვასილოპიტას ვადროვოთ გაგრილება, გადმოვიღოთ ფორმიდან, ჩავურთოთ “ცრუ” მონეტა და მოვაყაროთ შაქრის ფქვილი.
P.S. შაქრის ფქვილის ნაცვლად, სურვილისამებრ, შეგიძლიათ ვასილოპიტა შოკოლადით დაფაროთ.
—————————————————————————————
გაამოთ!
დაესწარით მრავალს!
სიყვარულით, თქვენი მზია!