fbpx
საბერძნეთი

ვარკიზა: ბერძნული პოლიციის დიდი ოპერაცია – 135 კგ. კოკაინისთვის დაჭერილია უცხოელი

საბერძნეთის პოლიცია ვარაუდობს რომ ნარკოტიკების ტრეფიკინგის დიდი დაჯგუფება აღმოაჩინა. მათი თქმით, აღნიშნული ჯგუფი კოკაინს ცნობილ ბერძნებშიც ავრცელებდა (მომღერლები, მსახიობები, პოლიტიკოსები და ა.).

დაჭერილი უცხოელი სერბიული წარმოშობისაა.

უცხოელი დაჭერილი იქნა ვარკიზაში, სადაც მისი მდიდრული სახლი მდებარეობს. ნაპოვნი იქნა 135 კგ. კოკაინი, როგორც ასევე 12.000 ევრო. დაჭერილი 30 წლამდეა, საშუალო წონის და შავგვრემანი.

საბერძნეთის პოლიციამ სწორად გამოიყენა პოლიციაში შესული ინფორმაცია სერბიელის მიმართ. კვირას დილით, პოლიცია მის ბინაში სწრაფად შეიჭრა რის შედეგადაც, უცხოელმა რეაქცია ვერ მოახდია. ის იმ წუთასვე დაკავებული იქნა.

135 კგ. კოკაინი რომელიც მის სახლში იქნა ნაპოვნი, დაახლოებით 5.000.000 ევროს საფასურისაა.