ვარდინოიანსების ხმაურიანი განქორწინება: რატომ გამოააშკარავეს ჟურნალისტებმა ჯინა ალიმონუს წარსული

როდესაც ჯინა ვარდინოიანისების კლანის ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაქორწინდა, ბერძენმა ჟურნალისტებმა მას კონკია შეარქვეს, რომელიც პრინცესად იქცა. თუმცა, თავად ჯინა არ თვლიდა საკუთარ თავს კონკიად და ბევრ ინტერვიუში ამბობდა, რომ ის შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, სადაც ყველა ბედნიერად ცხოვრობდა. როდესაც წყვილის განქორწინება საჯარო გახდა, ჟურნალისტები ჯინას პიროვნებით დაინტერესდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ათენის 90-იანი წლების ცხოვრება ჯინას აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა. მხოლოდ პავლოს ვარდინოიანისი იყო ის ერთადერთი, რომელმაც შეძლო და ქალის ბუნება დაიმორჩილა. ვერც მისმა პირველმა ქმარმა და ვერც მისმა უამრავმა თავყვანისცმელმა ეს ვერ მოახერხა, ჯინა მათ ყოველთვის შორდებოდა და ტანჯვისთვის იმეტებდა.

“Πρωτο Θεμα”-ში გამოქვეყნებული სტატიები ჯინა ალიმონუს ბიოგრაფიის მნიშვნელოვან დეტალებს ავლენს. როგორც ჩანს, ის სულაც არ არის კონკია ზღაპრიდან. სამოდელო კარიერამდე მისი სახელი კონსტანტინა ალიმონუ იყო, ის დაიბადა სოფელ ამიკლესში, ლაკონიაში, შემდეგ კი, ოჯახი ჯერ კალამატაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ათენში. კერძოდ, კიფსელის გარეუბანში. ოჯახი, რომელშიც ჯინას გარდა კიდევ ორი გოგონა იზრდებოდა, ფაბრიკას ფლობდა. მამამისს საექიმო კარიერა სურდა, თუმცა არ გაუმართლა. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში, ჯინა მიკონოსზე წავიდა, სადაც ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში დაიწყო მუშაობა. ბარს მდიდარი ბერძნები სტუმრობდნენ. გიჟური ზაფხულის შემდეგ კი, ათენში დაბრუნდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ კლუბში ”Faz”-ში ბარმენად დაიწყო მუშაობა.

ბარში მუშაობის პერიოდში ჯინას ბევრი სტუმრობდა, რადგან მისი გარეგნობა ხალხს ხიბლავდა და სურდათ მასთან შეეკვეთათ სასმელი. ერთ დღეს ის სამოდელო სააგენტოს დირექტორმა შენიშნა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა. ჯინას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა, ჟიური თავისი სილამაზით გააოცა და ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში პირველი ადგილიც დაიკავა.

ჯინა 1989 წელს ლოს-ანჯელესში გაემგზავრა სილამაზის კონკურსზე, თუმცა ტიტულის გარეშე დარჩა. ის თვლიდა, რომ აღარ სურდა უცხო მიწაზე ლატარიის თამაში და გადაწყვტა სასწავლებლად პარიზში გამგზავრებულიყო. უცნობია, თუ როდის ჩააბარა მან პარიზის უნივერსიტეტში, თუმცა, ფაქტია, რომ მას სწავლა არ დაუსრულებია. ის სტილისტი გახდა და პარიზის დედაქალაქში უამრავ შოუზე მუშაობდა, თუმცა გული ყოველთვის საბერძნეთისკენ მიუწევდა.

პავლოს ვარდინოიანისთან ქორწინების შემდეგ, ის კარგად ასრულებდა ბედნიერი ცოლისა და 4 შვილის დედის როლს. თუმცა განქორწინების ინიციატორი თავად გახდა. ვინაიდან, ამერიკაში ცხოვრების პერიოდში ქმარმა აქტიური მეუღლე, ფაქტობრივად, სახლში გამოკეტა. როგორც ცნობილია, ის აცხადებს, რომ თუ სასამართლო ბავშვებზე მეურვეობას მის ქმარს მიანიჭებს, ის თანახმა იქნება, რადგან მას არ შეუძლია ისინი იმ ყველაფრით უზრუნველყოს, რასაც მიჩვეული არიან. ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ ჯინა სცენას დაუბრუნდება და თეატრში, მიუზიკლ “Εκτο πάτωμα”-ში ითამაშებს. მას წარსულში მცირე როლი აქვს შესრულებული.

melano

ტესტ