fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: უმუშევრობა 19%-მდე შემცირდა

ამ წლის, მეორე კვარტალში, უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა და 19%-მდე ჩამოვიდა. ხოლო უმუშევართა რიცხვი მილიონზე ნაკლებია (905 983).  მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა და 10.9%-ით წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი 21.2% იყო, ხოლო მეორეში – 21.1%. თუმცა, გრძელვადიანი პერიოდით დაუსაქმებელთა პრობლემა კვლავ რჩება და მისი წილი მთლიან უმუშევართა 72.1%-ია (653 000 ადამიანი).

ELSTAT-ის შრომის ბაზრის კვლევის თანახმად, დასაქმებულთა რაოდენობამ 3 860 395 მილიონი შეადგინა, რაც პროცენტულად 3.7%-იანი ზრდაა.

უმუშევარი ქალების მაჩვენებელი 23.7%-ია, ხოლო მამაკაცების 15.2%.

ასაკის მიხედვით, უმუშევართა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა 15-19 წლამდე (48.9%) და 20-24 წლამდე (37.5%). მათ მოყვება 25-29 წლამდე ასაკის ადამიანები (27%), 30-44 წლამდე (18.2%) 45-64 წლის (15.7%), ბოლოს კი 65 წლის ზემოთ ასაკის (10.1%).

ტერიტორიული თვალსაზრისით, ტოპ 3 დაუსაქმებელ რეგიონად ითვლება: დასავლეთ მაკედონია (27.1%), დასავლეთ საბერძნეთი (23%) და ჩრდილოეთ ეგეოსის კუნძულები (21.7%).

როგორც ცნობილია, უმუშევრობის მიზეზი ძირითადად ორი რამაა: ერთი, რომ დასაქმებულთა სამსახური დროებითი იყო და დასრულდა (26.3%) და მეორე, რომ ისინი გაათავისუფლეს სამუშაოდან (24.7%). სამსახურიდან დათხოვნილთა უმრავლესობა (18.2%) კომერციულ სექტორში დასაქმდა.

უმუშევართა უმრავლესობა (72.1%)  ეძებს 1 წლიან ან მეტხნიან სამსახურს,ხოლო 92.3%-ს სურს სრულ განაკვეთზე მუშაობა.

ნახევარ-განაკვეთზე დასაქმებულთა მაჩვენებელი 9.4%-ია, ხოლო დროებითი სამუშაოს მქონეთა_8.3%.  ნახევარ-განაკვეთზე მომუშავე ადამიანების რიცხვი გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებით, თუმცა, წინა წელთან მიმართებაში შემცირებულია.

დასაქმებულთა 11% აცხადებს, რომ მათ სურვილი აქვთ უფრო მეტი საათი იმუშაონ, 2.5% ამბობს, რომ მათ მეორე სამუშაოც აქვთ, ხოლო 2,2% სამუშაოს შესრულების დროს მეორე სამუსაოსაც ეძებს.

onalem

ტესტ