fbpx
საბერძნეთი

ულამაზესი ბერძნული ციხე-ქალაქები, რომლებიც ჯერ კიდევ დასახლებულია

ქვის სახლები, ულამაზესი თაღები, ეკლესიები, ლაბირინთები, სკვერები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, მაღალი კედლების მიღმა. ეს ყველაფერია, რაც საბერძნეთში ჯერ კიდევ შემორჩა, უძელესი ციხე-ქალაქები, რომელთაც ჯერ კიდევ ჰყავს მოსახლეობა.

აქ დგას ციხეები, რომელთა ისტორია შესაძლოა წარსულში დარჩა, თუმცა ცხოვრება გრძელდება და ვითარდება.

მონემვასია, ლაკონია

თუ თქვენ მოგწონთ ზღაპარი პრინცსა და ცხენზე, მაშინ აუცილებლად მონემვასიას უნდა ესტუმროთ. შუა საუკუნეების ქალაქი დიდ ისტორიას და საიდუმლოებებს ინახავს.

გრძელვადიანი ვიზიტისას სასტუმროთი სარგებლობაც შეგიძლიათ.

მესტა, კუნძული ხიოსი

სამხრეთ ხიოსის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი. მესტა შუა საუკუნეების ნამდვილი ლაბირინთია, რომელიც თქვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

ქვით ნაშენი სახლები, მსგავსი ციხეები, ულამაზესი თაღებით. ეს ყველაფერი იმდენად ძლიერი და მდგრადია, საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა თითქმის პირვანდელი იერსახე.

სტუმრობისას უარს ნუ იტყვით ადგილობრივ სამზარეულოზე.

იოანინა

იდუმალი და განსხვავებული ატმოსფერო – ეს არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც იოანინას შესვენებისთვის ხშირად ირჩევენ. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნახავთ იანინას ციხესიმაგრეს, რომელიც დღემდე დასახლებულია.

ეს უძველესი ბიზანტიური ციხეა, დიდი კარიბჭით და უამრავი ლეგენდებით. ვიზიტისას შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმები, რომლებიც უფრო გაგიმძაფრებთ უძველესი დროის შეგრძნებებს.

onalem

ტესტ