fbpx
საზოგადოება

უკვე ორი კვირაა, რაც 28 წლის მამაკაცი, რომელმაც სუვლაკი მიირთვა, სიკვდილს ებრძვის

ექიმების განცხადებით, 28 წლის ბერძენის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება. მისი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ არ მიდის და ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მამაკაცმა, რომელიც მესარადან არის, სუვლაკი 7 ოქტომბერს მიირთვა, რის შემდეგაც, სუნთქვა ვეღარ შეძლო და გონება დაკარგა.

ადგილზე ხალხი პანიკამ მოიცვა და დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა და ექიმები ამის შესახებ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

ასევე უცნობია, თუ რა ბედი ეწია დაწესებულებას, სადაც მამაკაცმა სუვლაკი შეიძინა.

onalem

ტესტ