fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უკონტროლო ხანძარი ხალკიდიკიში: ძლიერი ქარი ვითარებას ართულებს

ხანძარი სითონიაში შებინდებისას გაუჩნდა ტყეს და გაჩენისთვანავე უკონტროლო გახდა ძლიერი ქარის გამო. სახანძრო ბრიგადამ გამოთქვა ვარაუდი, რომ აუცილებელი იქნებოდა კამბოს ევაკუაცია ძლიერი კვამლის გამო.

დამწვარია ფიჭვნარით დაფარული დიდი ტერიტორია. სახანძრო ბრიგადის მუშაობას ართულებს ძლიერი ქარი, რომლის ძალაც 7 ბალს აღწევს.

სახანძრო ბრიგადა მაქსიმალურად მობილიზეებულია, ადგილზე მუშაობს 30 მანქანა და 60 მეხანძრე. მათ გარდა, მოხალისე მეხანძრეებიც იღებენ მონაწილეობას ხანძრის ჩაქრობის პროცესში და მათი რიცხვი უფრო და უფრო იზრდება.

მობილიზებულია საჰაერო ძალებიც, ცეცხლს აქტიურად ებრძვის 4 თვითმფრინავი.

სითონიას რეგიონში, ცა სქელი კვამლითაა დაფარული, რომელიც შორი მანძილიდანაც კი შესამჩნევია.

onalem

ტესტ