fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაზოგადოება

უკანალზე უნდა ვკოცნიდეთ ემიგრანტებს, რამეთუ წურბელებივით,მომჯდარი ვართ მათ ნაშრომზე – გოგი წულაია

”სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს შექმნას სამუშაო ადგილები და სოციალურად დაუცველების რაოდენობა შეამციროს, თორე ქვეყანა ამდენს უკვე ვერ გაუძლებს,“ – ეს განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გოგი წულაიამ, “არჩევანის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი აზრით, ქუთაისში და ზოგადად საქართველოში ემიგრანტების დაბრუნება და მათი დაფასება აუცილებელია.

“დასაბრუნებელია ემიგრანტებიც და მადლობა უნდა ვუთხრათ მათ და უკანალზე უნდა ვკოცნიდეთ, რამეთუ, წურბელებივით, პოლიტიკოსები მომჯდარი ვართ მათ ნაშრომზე. ისინი არჩენენ ამ წუთას სახელმწიფოს. თუ ვინმე რამეს ვჭამთ, ემიგრანტები აკეთებენ ამას, მათ დაბრუნებაზე უნდა ვიფიქროთ,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

“დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატის განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქუთაისში ყველა ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდება, გაიყიდება მერიის შენობა და გაიყიდება არასაჭირო მანქანები, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ზედმეტი თანამშრომლებიც გათავისუფლდებიან.

onalem

ტესტ