უფრო და უფრო მეტი ბერძენი ამჯობინებს დარჩეს საზღვარგარეთ
10-დან 4 ბერძენი (42%), რომელიც ემიგრაციაში საკუთარი კარიერული წინსვლისა და ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად წავიდა, ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.
ყოველწლიური კვლევების მიხედვით, ამ ადამიანთა ნახევარი (51%) ამბობს, რომ ისინი არ არიან მზად საბერძნეთის ეკონომიკურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.
კრიზისის დროს ე.წ. ”ტვინების გადინება” ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემად და მიგრაციის ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება.
ამრიგად, ბერძნების 63%, რომელთაც ქვეყანა დატოვეს 31-დან 35 წლამდე არიან, 28% 26-დან 30 წლამდე, ხოლო 18% 36-დან 40 წლამდე.