fbpx
კრიმინალი

უცხოელმა, რომელიც ათენში დააკავეს, 82 მილიონ ევროზე მეტი მიითვისა

უცხოელ მამაკაცზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ათენში დააკავეს, საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი იყო გაცემული. მას ბრალად ხალხის თანხების თაღლითური გზით მითვისება ედება.

საუბარია 53 წლის ჩინელ მამაკაცზე, რომელმაც თავის თანამზრახველებთან ერთად, გახსნა კომპანია, რომელსაც ლეგალურად წარმოადგენდა, თუმცა, მათი მიზანი მსხვერპლთაგან თანხების უკანონო მითვისება იყო.

მათი ფინანსური გეგმები სრულდებოდა ინტერნეტის საშუალებით, სატელეფონო ზარების მეშვეობით კი მომავალ მსხვერპლს არწმუნებდნენ, რომ მათი მოგება დიდი იქნებოდა, თუკი თანხას ამა თუ იმ საქმეში დააბანდებდნენ.

როგორც პოლიცია იტყობინება, მათ მიერ მითვისებულმა თანხამ 82, 000 მილიონ გადააჭარბა, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა 100-ზე მეტია.

დაკავებული ჩინელი ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ