fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: უცხოელი მამაკაცი მძევლად აიყვანეს და მის ოჯახს გამოსასყიდს სთხოვდნენ

პოლიციამ ასპროპირგოსში უცხოელი მამაკაცი იპოვა, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი. გამოძიების შედეგად კი გაირკვა, რომ ის იქამდე გატაცებული იყო.

როგორც თავად მსხვერპლმა განაცხადა, ის პაკისტანელებმა გაიტაცეს, მძევლად აიყვანეს და სასტიკად სცემდნენ. ამის პარალელურად კი, მისი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. მამაკაცი თავადაც პაკისტანელია.

თუმცა, როგორც ჩანს, მათ ფულის მიღება ვერ მოახერხეს და პაკისტანელი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. შემდეგ კი ასპროპირგოსში მიატოვეს.

ოფიცრებმა მას სთხოვეს აღეწერა დამნაშავეები, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას ჯერჯერობით არ იძლევა.

პოლიცია აცხადებს, რომ უცხოელებს შორის, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გატაცება, ბოლო დროს ძალიან გახშირებულია.

 

onalem

ტესტ