fbpx
კრიმინალისაზოგადოება

უცხოელების ხელჩართული ჩხუბი ომონიაზე – დაჭრილია ერთი მამაკაცი

ათენის ცენტრში ახალი სისხლიანი ინციდენტი მოხდა. უცხოელებმა ხელჩართული ბრძოლა გამართეს დანებით, რომლის დროსაც ერთი უცხოელი მამაკაცი დაიჭრა.

კერძოდ, შემთხვევა ომონიაზე მოხდა, როდესაც ორი მამაკაცი შეკამათდა და ერთმანეთს საჩხუბრად ეძგერა. ერთ-ერთმა მათგანმა დანა ამოიღო, მოწინააღმდეგე ფეხში დაჭრა და გაუჩინარდა.

პოლიციამ, დაუყოვნებლივ, გადაკეტა მიმდებარე ქუჩები გაქცეული მამაკაცის საპოვნელად და მისი ვინაობის დასადგენად, თუმცა უშედეგოდ.

ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, დაშავებული მამაკაცი მაროკოელია. მან პოლიციას უთხრა, რომ იმას, ვინც იგი დაჭრა, მისი გაძარცვა უნდოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფეტერიების თანამშრომლებმა სამართალდამცავებს მოახსენეს, რომ ასეთი შემთხვევა პირველად არ მომხდარა და მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევის დროს, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ტერიტორიის სახეცვლილების პროექტის ფარგლებში, ათი ახალი მაღაზია გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას, მუსიკალურად, ქალაქ ათენის ორკესტრი აფორმებდა.

2 დღის მანძილზე, ეს მეორე შემთხვევაა ათენის ცენტრში. ვათის სკვერთან, ერთმა უცხოელმა სასტიკად მოკლა მეორე, პირდაპირ გამვლელების თვალწინ. თვითმხილველთა თქმით, დამნაშავე მიუახლოვდა მსხვერპლს და გატეხილი ბოთლით კისერი გადაუჭრა. მსხვერპლი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იგი უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა. მისი მკვლელი კი, გაუჩინარდა.

 

onalem

ტესტ