fbpx
კრიმინალი

უცნობი პირები გაყიდვის მიზნით სახანძრო მილებს და ონკანებს აზიანებენ

ლითონების ქურდობა საბერძნეთში გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ პატრაში, უცნობი ადამიანები სახანძრო მილების ონკანებს იპარავენ, რამაც შეიძლება სახანძრო მანქანები ცეცხლის დროს, წყლის გარეშე დატოვოს.

მერის მოადგილე და სამოქალაქო დაცვის ოფიცერი, დიონისის პლესასი გვიმხელს, რომ უცხო პირები იპარავენ სახანძრო მილების ონკანებს, რადგან ისინი მზადდება რკინისა ან სხვა ლითონისგან და ყიდიან მათი ღირებულების გამო.

ქურდობა დაადასტურეს მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების კომპანიის დამკვირვებლებმა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

“გამოსავალი”

მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ ყველა ონკანი ადგილზეა და შეკეთებულია.
მუნიციპალიტეტი საბოლოოდ იძულებული გახდა სახანძრო მანქანები მოემარაგებინა მზა ონკანებით, რათა ქურდობის შემთხვევაში, წყლის ამოტუმბვა შეუფერხებელი იყოს.

onalem

ტესტ