fbpx
საბერძნეთი

უცნაური ინციდენტი პატრასში: აფეთქების შედეგად თანამშრომელმა ხელი დაკარგა

პატრასში, კერძოდ, ”Ρίο”-ს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, მუნიციპალიტეტის დასუფთავების თანამშრომელი გადაიყვანეს. ინციდენტი მის სამუშაო საათებში მოხდა, როდესაც საკუთარ საქმეს აკეთებდა და ნაგვის ტომრის გადაგდებას ცდილობდა.

კერძოდ, ის მუშაობისას წააწყდა ტომარას, რომელიც ჩათვალა, რომ ნაგავი იყო, ხოლო როცა ხელში აიღო აუფეთქდა.

patrastimes -ის ინფორმაციით, დასუფთავების თანამშრომელს ხელის მტევნის ამპუტაცია დასჭირდა.

წინასწარი ინფორმაციით, ტომარაში იდო ტყვიები და სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები. უიღბლო თანამშრომლისთვის სამუშაო დღე სერიოზული დაზიანებით დასრულდა.

onalem

ტესტ