fbpx
პოზიტივისაბერძნეთი

უჩვეულო კრეტა: სანტორინის მაცხოვრებლებმა შესანიშნავი სანახაობა იხილეს

სანტორინის მაცხოვრებლებმა იშვიათი ფენომენი დააფიქსირეს. წელიწადში რამდენჯერმე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, იხილონ იდუმალებით მოცული მთა ფსილორეტი, რომლის ერთ-ერთ გამოქვაბულში, ლეგენდის მიხედვით, ზევსი დაიბადა. ამ მოვლენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ფსილორეტი რეალურად კრეტაზე მდებარეობს, გადაღების ადგილიდან 140 კილომეტრის მოშორებით და აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას დაფიქსირებულია თოვლი, ახლა კი აპრილია!

ფოტო ნამდვილად ძალიან იშვიათი და ლამაზია, სწორედ ამიტომ ის სწრაფად გავრცელდა ბერძნულ მედია სივრცეში და აიტვირთა კრეტელი პროფესორის კოსტას პაპადაკის ფეისბუქ-გვერდზე. ეს მისი ოჯახის წევრები იყვნენ, რომლებიც სანტორინზე ცხოვრობენ და მოვლენა ფოტოზე აღბეჭდეს, შემდეგ კი პროფესორს გაუგზავნეს, რათა დაერწმუნებინათ, რომ ასეთი მოვლენა მართლაც არსებობს.

პროფესორმა კი ახსნა, თუ რატომ ხედავენ სანტორინის მაცხოვრებლები ზევსის დაბადების ადგილს ასე თვალნათლივ, ეს ყველაფერი კონკრეტული ამინდის პირობებში ხდება: ატმოსფეროში ჰაერის დაბალი ტენიანობა განაპირობებს ადგილობრივი კლიმატს, ჰაერი ამ დროს მაქსიმალურად მშრალია. ანუ იმდენად მშრალი, რომ ამ ტერიტორიისთვის ძალიან უცნაურია.

onalem

ტესტ