თურქული არხი ათენს მეჩეთის მშენებლობის სასწრაფოდ დასრულებას სთხოვს

თურქულმა არხმა, TRT World, საბერძნეთის მხრიდან ათენში მეჩეთის მშენებლობის დასრულების დაგვიანება გააკრიტიკა.

“წინასწარ დაგეგმილი იყო, რომ ათენს პირველი ოფიციალური მეჩეთი ექნებოდა. თუმცა, მშენებლობის შეწყვეტამ ის ერთადერთ ევროპულ ქალაქად აქცია, რომელშიც მეჩეთი არ არის. სამუშაოები 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო და მიუხედავად დავიანებისა, ბერძნულ მხარეს არანაირი ახსნა არ მიუცია, რატომ მოხდა ეს.

როდესაც მშენებლობა დასრულდება, ის იქნება პირველი მეჩეთი, რომელიც ათენს დაამშვენებს, მას შემდეგ, რაც 1833 წელს ოტომანებმა ტერიტორია დატოვეს.”

ასევე, ერთ-ერთი მუსლიმი ქალი აღნიშნავს: “თუ მუსლიმი ხარ, სარდაფში უნდა ილოცო, თუ ქრისტიანი, ლამაზ ეკლესიაში.”

melano

ტესტ