fbpx
პოლიტიკა

თურქმა სპეცრაზმელებმა კუნძულიდან ბერძნული დროშა ჩამოხსნეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქი სპეცრაზმელების ქმედებაზე ისაუბრა., კერძოდ, თურქების მიერ ბერძნული დროში ჩამოხსნაზე.

ბინალი გილდირიმის განცხადებითაც ჩანს, რომ თურქეთის სანაპიროს დაცვის წევრებმა საბერძნეთის დროშა კუნძულიდან ჩამოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ თუ საჭირო იქნება, აღნიშნულ ქმედაბას კვლავ გაიმეორებენ.

მისი განმარტებით, საბერძნეთი და თურქეთი მეზობელი სახელმწიფოები არიან და ერთად უნდა იყვნენ გაჭირვების თუ ლხინის დღეებში. “არის კუნძულები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილს წარმოადგენენ ისინი, საბერძნეთის თუ თურქეთის. ამიტომ, საბერძნეთმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ქმედებებისაგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ორ სახელმწიფოს შორის. დამარხული იქნა საბერძნეთის დროშა და ჩვენი სპეცრაზმის წევრებს ამ ქმედების განმეორება კვლავ შეუძლიათ,“ – აღნიშნა მინისტრმა.

onalem

ტესტ