fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თურქეთში ქართველი მკითხავები დააკავეს – სპეცოპერაციის დროს ნაპოვნია ტაროს კარტი

12 ადამიანი დააკავეს თურქეთის ქალაქ ადანაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. არსებული ინფორმაციით, ისინი ტაროს კარტისა და ყავის საშუალებით მკითხაობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც Milliyet-ი პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, დაკავებულთა შორის არის საქართველოს 5 მოქალაქე, რომელთა ასაკი 39-დან 61 წლამდე მერყეობს. მედიასაშუალების ცნობით, ტაროს კარტი დაკავების დროს იპოვეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ასევე იმ შენობის მფლობელები, სადაც ეჭვმიტანილები მკითხაობდნენ. თუმცა მოგვიანებით, მესაკუთრეები ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რაც ეხება ექვს ეჭვმიტანილს, რომელთა შორის ხუთი ქართველია, სასამართლოს დარბაზიდან პროკურორის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს.

onalem

ტესტ