fbpx
პოლიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთს თურქი უმცირესობის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

პარასკევს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთ თრაკიში მცხოვრები მუსულმანი თურქების უმცირესობას, რომელთა უფლებები, მისი თქმით, საბერძნეთის მიერ ირღვევა.

ეს განცხადება გაკეთდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის მიხედვით, თურქეთს ქურთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სელაჰატინ დემირტას ციხიდან გათავისუფლება დაეკისრა.

CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, თურქეთის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეესაბამება ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მას ადრე მიუღია და თქვა, რომ იგი უკანონოა და თურქეთი აუცილებლად შეეწინააღმდგება მას.

ჩავუშოღლუ ამბობს, რომ რადგან საბერძნეთი არ ემორჩილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დასავლეთ თრაკის მუსლიმთა უფლებებთან დაკავშირებით, თურქეთიც, თავის მხრივ, არ შეასრულებს სასამართლოს ბრძანებებს. მინისტრის მტკიცებით, ბერძნები დასავლეთ თრაკის მუსულმანებს არ აძლევენ უფლებას თავიანთ თავს “თურქები” უწოდონ. ეს კი მათი, როგორც უმცირესობის უფლებებს არღვევს.

 

 

 

onalem

ტესტ