თურქეთი: ”საბერძნეთმა 15 კუნძული არალეგალურად მიითვისა”

თუ თურქეთის სახელმწიფო და მინისტრები თავს უფლებას აძლევენ საბერძნეთს პირდაპირ დაესხან თავს, ბერძნული პარტიების ხელმძღვანელთა რიტორიკა და მოთხოვნები ლოგიკურია, რომ ბევრად მკაცრი გახდება.

თურქეთის ნაციონალისტური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ საბერძნეთს 15 კუნძული უკანონოდ აქვს დაკავებული. ის ეხება ლოზანის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეს 15 კუნძული რეალურად თურქეთის საკუთრებაა. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გამუდმებით გამოთქვამს იდეას ხელშეკრულების გადახედვის და კუნძულების დაბრუნების თაობაზე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ საბერძნეთში განთავსებული სარაკეტო სისტემა S-300 რეალურ საფრთხეს უქმნის თურქულ მხარეს, განსაკუთრებით იმ ადგილებს, რომლებიც ”ოკუპირებულია.”

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ხელი მოაწერა  S-400-ის სარაკეტო სისტემის მიწოდებაზე, რამაც ამერიკის შეშფოთება გამოიწვია. ამაზე კი ერდოღანმა განაცხადა: ”თუ ჩვენ ეს ამერიკასთან ერთად ვერ მოვახერხეთ, მაშინ გამოსავალს ჩვენ თვითონ ვიპოვით. საბერძნეთი იყენებს  S-300, თუმცა, ამერიკას ეს არ ადარდებს. მაშინ რატომ ინტერესდებიან ჩვენი რუსეთთან თანამშრომლობით?”