fbpx
საბერძნეთი

თურქეთი დატბორილი საბერძნეთის დასახმარებლად სრულ მზადყოფნას გამოთქვამს

დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია, რომ ქვეყანა სრულ მზადყოფნას აცხადებს სტიქიით დაზარალებული საბერძნეთის დასახმარებლად.

”როგორც შევიტყვეთ სტიქიამ ქვეყანაში ადამიანების სიკვდილი და დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია, თურქეთი სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს და მზად ვართ დავეხმაროთ ნებისმიერი სახით,” წერია განცხადებაში.

ანკარა ასევე მხარდაჭერას უცხადებს ბერძნების იმ ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ნათესავები, ხოლო მათ, ვინც ფიზიკური დაზიანებები მიიღო, სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

onalem

ტესტ