თურქეთი ბერძენი ჯარისკაცების გათავისუფლებაზე უარს ამბობს

ორი ბერძენი ჯარისკაცი, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ აღმოჩნდა, კვლავ თურქეთში რჩება. სასამართლომ უარი თქვა ადვოკატების მიერ შეტანილ მოთხოვნაზე მათი გათავისუფლების შესახებ.

ამრიგად, ბერძნული არმიის ორი მსახური კვლავ ადრიანოპოლში,პატიმრობაში იმყოფება, ვიდრე მომდევნო პროცესი გაიმართება.

ადვოკატებმა მათი დაკავება გაასაჩივრეს. მათი თქმით, სასამართლოს პასუხი დაახლოებით 1 კვირაში იქნება ცნობილი, თუმცა, თურქული მედია იუწყება, რომ გადაწყვეტილება, მათ პატიმრობაში დარჩენასთან დაკავშირებით, საბოლოოა.

ბერძნულ მხარეს სურდა საბერძნეთის საკონსულოს მეშვეობით ჯარისკაცებისთვის დროებითი საცხოვრებელი მიეცათ, რათა ადრიანოპოლის ციხე დაეტოვებინათ, თუმცა, თურქეთმა ეს მოთხოვნა უარყო.

სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს დილით იყო დაგეგმილი, გადაიდო.

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბერძენი ჯარისკაცების სხვა, თურქ პატიმრებში გაცვლის საკითხი, რომლებიც საბერძნეთში არიან დაკავებული, არასოდეს განხილულა.

ცოტა ხნის წინ ნიკოს კოძიასმა თურქეთს გაუგზავნა “რეკომენდაციები”, თუ როგორ უნდა გადაჭრას ქვეყანამ ეს საკითხი.

melano

ტესტ