fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

თურქებმა თესალონიკის თეთრ კოშკზე თურქული დროშის აწევა სცადეს

თურქმა ტურისტებმა თესალონიკის თეთრი კოშკის თავზე პროვოკაციის მოწყობა სცადეს. ბერძენმა ჟურნალისტმა და მწერალმა რანია ანგელუკაკიმ დაინახა, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი საბერძნეთის დროშის გვერდით თურქეთის დროშის გაშლას, მან მეგობართან ერთად ამის შესახებ დაცვას შეატყობინა.

დაცვა მაშინვე ადგილზე გაჩნდა და მათი პროვოკაციული ქმედებები აღკვეთა.

რანია ანგელუკაკი აღწერს ფაქტს, რომელიც დილის 11:00 საათზე მოხდა: ”მას შემდეგ, რაც თეთრი კოშკი მოვინახულეთ, კიბეზე ჩავედით. მეოთხე სართულზე 6-7 კაციანი ჯგუფი შევნიშნეთ, რომელიც მე-5 სართულზე ადიოდა და ამავდროულად ერთ-ერთი მათგანი თურქეთის დროშას შლიდა. ჩემი მეგობარი მაშინვე მიხდა, რაც უნდა მომხდარიყო და მითხრა, რომ ისინი დროშას ააფრიალებდნენ და სურათებს გადაიღებდნენ. ჩვენ მაშინვე უკან ავბრუნდით.”

ჟურნალისტის თქმით, თურქების ჯგუფი დიდი სულისკვეთებით იყო აღსავსე და ფაქტი იყო, რომ მათ ეს დაგეგმილი ჰქონდათ.

‘როდესაც ბოლომდე ავედით, დაველოდეთ, რომ გვენახა, თუ რას გააკეთებდნენ ისინი. ხოლო შემდეგ, დაცვის თანამშრომელს დავუძახეთ, რომელიც მაშინვე იქ გაჩნდა. ამ დროს ერთმა თურქმა დროშა გაშალა, ხოლო დანარჩენები გარს შემოეხვივნენ, რათა ის დაეცვათ. მე მივუახლოვდი და შეუმჩნევლად გადავუღე ფოტო. დაცვამ ისინი გააფრთხილა დროშა შეენახათ. ტურისტებმა მოთხოვნა შეასრულეს და ტერიტორია ზედმეტი პრობლემების გარეშე დატოვეს, ” ამბობს ბერძენი მწერალი და ჟურნალისტი.


onalem

ტესტ