fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ტურიზმის სექტორის თანამშრომელთა გაფიცვა, მიზერული ხელფასების გამო

საბერძნეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ასობით ადამიანი შრომის სამინისტროს წინ შეიკრიბა და მიზერული ხელფასები გააპროტესტა.

მათ 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს და ჩივიან, რომ დიდ სასტუმროებში პერსონალი იძულებულია იმუშაოს ძალიან დაბალ ხელფასზე, საათების გადაჭარბებული რაოდენობით.

ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ ნელნელა ასეთი კონტრაქტები ტურიზმის სექტორისთვის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.

გაერთიანების პეზიდენტმა, გიორგოს სტეფანაკისმა განაცხადა, რომ მოთხოვნათა სია გადაეცა მთავრობას, რომელთაც საპასუხოდ თქვეს, რომ ეს ყველაფერი კანონში გადაინაცვლებდა. ეს კი  არის კანონი, რომელიც მათ სიცოცხლეს სპობს. აქციის მონაწილეები იმუქრებიან, რომ ბრძოლას გააგრძელებენ.

onalem

ტესტ