fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

სტუდენტის სუიციდი: მესიჯების 500 გვერდი და ვიდეო, რომლის გამოც მას აშანტაჟებდნენ

როგორც ცნობილია, 22 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი ეროტიკული ხასიათის ფოტო/ვიდეო მასალა გახდა, რომლის გამოქვეყნებითაც ემუქრებოდნენ. თუმცა, გავრცელდა კიდევ რამდენიმე დეტალი, რომლის შესახებაც გარდაცვლილი ლინას დედა და ადვოკატი ჰყვებიან.

ბოლო სამი კვირის მანძილზე დეტალურად შეისწავლეს მისი პირადი ინფორმაცია და ადვოკატს ხელში უჭირავს მესიჯების 500 გვერდი, რომელიც შესაბამის სტრუქტურაში გადააგზავნა.

ლინას ოჯახის ცნობით, ის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ცდილობდა კარგად ესწავლა. ძალიან მონდომებული იყო, თუმცა, შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც აიძულა მე-9 სართულიდან გადმომხტარიყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

როგორც აღმოჩნდა, 22 წლის გოგონას აშანტაჟებდა ადამიანი, რომელსაც თავი ფოტოგრაფად მოჰქონდა, სინამდვილეში კი არ ყოფილა. მან ლინა დაარწმუნა, რომ შეეძლო მოდელი გამხდარიყო და ამის გამო ის იღებდა შიშველ და ნახევრად შიშველ ფოტოებს. გოგონას დედა ირწმუნება, რომ მის შვილს 7-ზე მეტი ადამიანი აშანტაჟებდა. მათ ფოტოები ლინას საკუთრებაში არსებულ ბლოგზე ატვირთეს და ეუბნებოდნენ, რომ შიშველი ფოტოების გადაღებას თუ არ გააგრძელებდა, უფრო მეტგან გაავრცელებდნენ.

ლინას მეგობრებიც ადასტურებენ, რომ ის იმ ადამიანების შანტაჟს ემსხვერპლა, რომელთაც ხელში მისი ეროტიკული ხასიათის ვიდეო ჰქონდათ.

ასევე არსებობს გოგონას პირადი ბლოკნოტი, რომელიც 1 წლის მანძილზე ჯერჯერობით ვერ იპოვეს. თვითმკვლელობამდე მან თავის მეგობარს, რომელთან ერთადაც ოთახს იყოფდა, უთხრა: “მე-9 სართულზე ავალ და ჩამოვალ.” ორ საათში კი მის მეგობარს შეატყობინეს, რომ ის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ლინას ოჯახი ირწმუნება, რომ ამ დროს რაღაც სერიოზული მოხდა, რამაც მას ფატალური აქტისკენ უბიძგა.

onalem

ტესტ