fbpx
საბერძნეთისაბუთები

თუ ბერძენთან განქორწინებაზე სასამართლო უარს გეუბნებათ

მოგესალმებით. გთხოვთ, დამეხმაროთ გარკვევაში. 2012 წელს მე და ჩემმა მეუღლემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განქორწინება გადავწყვიტეთ. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსვლის შემდეგ, ჩვენ ვერ მოვასწარით ხელი მოგვეწერა უარყოფითი პასუხის გასაჩივრებაზე ზემდგომ სასამართლოში.

როგორც ვიცი, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსვლის შემდეგ (απόφαση)ძალაში 3 წლის შემდეგ შედის. უკვე 4 წელი გავიდა, მე ჩემი მხრივ სასამართლო გადაწყვეტილებით მერიაში მივედი, მაგრამ მათ უარი განაცხადეს საბუთების მიღებაზე, რადგან ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად არ იმყოფებოდა. რა შეიძლება ამ შემთხვევაში გავაკეთო, თუკი შეუძლებელია ჩემს მეუღლესთნ ერთად მივიდე და ერთად მოვაწეროთ ხელი აღნიშნულ საბუთებს?

თქვენ, როგორც ჩანს, მოძველებულ ინფორმაციას ფლობთ, 2016 წლის 1 იანვრიდან არსებობს ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტლება ძალაში 2 წლის შემდეგ შედის. როგორც თქვით, თქვენ არ გაასაჩივრეთ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ ერთობლივად დაარეგისტრიროთ თქვენი განქორწინება.

onalem

ტესტ