fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თსუ-ს სტუდენტებმა ლუკა გაბუნიამ და გიორგი დვალმა ქალაქ ათენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს !

თსუ-ს სტუდენტებმა ლუკა გაბუნიამ და გიორგი დვალმა ქალაქ ათენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდსა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში (GPA GPA-D ვერსიით) ოქროს მედლები მოიპოვეს !

ლუკა გაბუნიამ, რომელიც გამოდიოდა GPA-ს ვერსიით 125 კგ. წონით კატეგორიაში, მოიპოვა ორი ოქროს მედალი ძალისმიერ სამჭიდსა და ორჭიდში, ასევე ორჭიდში მან დაამყარა ევროპის რეკორდი 20 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო ძალისმიერ სამჭიდში შეასრულა სპორტის ოსტატის ნორმატივი და მიიღო სპორტის ოსტატის წოდება.

გიორგი დვალმა, რომელიც გამოდიოდა GPA-D-ს ვერსიით (90 კგ) ასევე მოიპოვა ორი ოქროს მედალი ღია ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრებაზე საქართველო სულ ოთხმა სპორტსმენმა წარადგინა, რომელთაც გუნდური მესამე ადგილი მოიპოვეს.

onalem

ტესტ