fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ცურეკი- სააღდგომო ბერძნული ფუნთუშა

გამოდის 2 მოზრდილი ზომის ფუნთუშა

  • წინამოსამზადებელი დრო: 1 საათი
  • საერთო მომზადების დრო: 4 საათი
  • გამოცხობის დრო: 50-60 წუთი

საჭირო პროდუქტების სია:

  • 70 გრ ხარისხიანი კარაქი
  • 100 ml  რძე
  • 160 გრ შაქარი
  • 3+1 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. მახლეპი (მახალები), ბალღოჯის კურკის შიგთავსი. თუ არა გაქვთ, გამოტოვეთ
  • 0,5  ჩ.კ.  ხიოს მასტიხა
  • 100 გრ თბილი წყალი
  • 20 გრ საფუარის ფხვნილი
  • 600 პურის ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • ნუში, ფირფიტებად დაჭრილი

შენიშვნა: თუ მასტიხა და მახლეპი თქვენთვის ხელმიუწვდომელია, შეგიძლიათ მათ ნაცვლად ჩვენში მიღებული სააღდგომო კულიჩისათვის საჭირო სანელებლები გამოიყენოთ ( ჯავზი, ანუ ჯაოზი, ილი, ჯანაჯაფილი)


მომზადების წესი:

  • ქვაბში გავათბოთ ერთად  რძე, შაქარი და კარაქი ( არა უმეტეს 50 გრადუსი), დავუმატოთ მასტიხა და მახლეპი.
  • ჩანგლით მსუბუქად ავთქვიფოთ 3 კვერცხი, დავუმატოთ წყალი, რძიანი მასა, საფუარი, მწიკვი მარილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ვზილოთ მანამ , სანამ ცომი ელასტიური არ გახდება.
  • ცომი მოვათავსოთ თასში და დავდგათ სითბოში სამი საათით. ჩავზილოთ ცომი და ისევ დავდგათ სითბოში, სანამ მისი მოცულობა არ გაორმაგდება.
  • გავყოთ ცომი ექვს თანაბარ ნაწილად. თითოეული ნაწილიდან მოვამზადოთ მსხვილი თოკი.
  • ღუმელის დიდ არაღრმა ტაფაზე დავაფინოთ სპეციალური საცხობი ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი და მოვათავსოთ ზედ სამი თოკისაგან დაწნული ნაწნავი. თუ ტაფა დიდია, შესაძლოა ორივე ჩურეკი დაეტიოს ზედ, თუ არა და მეორე ჩურეკს სხვა ტაფაზე მოვათავსებთ. გაითვალისწინეთ, რომ ჩურეკის მოცულობა ორმაგდება.
  • დავდოთ ტაფა სითბოში და დაველოდოთ ჩურეკის აფუებას.
  •  დარჩენილი ერთი კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით ცოტაოდენ წყალთან ერთად  და ფრთხილად, ისე, რომ არ ჩავჩხვლიტოთ, წავუსვათ ორივე ჩურეკს.  მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები.
  • გავახუროთ ღუმელი.
  • გამოვაცხოთ  170 გრადუსზე 50-60 წუთის მანძილზე ერთად, თუ სავენტილაციო გამოცხობის პროგრამა აქვს თქვენს ღუმელს, ან ცალ-ცალკე, თუ მსგავსი პროგრამა არ გააჩნია.

გემრიელად მიირთვით!

ბედნიერ აღდგომის გათენებას გისურვებთ!

სიყვარულით, თქვენი მზია!

წყარო: http://mzias-supra.com/cureki-saagdgomo-berdznuli-puntusha/