ცნობილი ტელეწამყვანი კელი საკაკუ გარდაიცვალა

კელი საკაკუ გარდაიცვალა, ყველაზე ძველი ტელეწამყვანი ბერძნულ ტელესივრცეში.

მან ERT-ის ტელევიზიაში დაახლოებით 30 წელი იმუშავა, როგორც წამყვანმა, წინა წელს კი ქმრის გარდაცვალება გადაიტანა.

კელი საკაკუ კვირას დილით გარდაიცვალა. ის დაიბადა ათენში და გაიზარდა ნეა სმირნში, სადაც მამამისის სახლი იყო. და-ძმა არ ჰყოლია. სასწავლებელ ევაგელიკში წარჩინებული მოსწავლე იყო და ფილოსოფიურ სასწავლებელში სურდა ჩაბარება, ფილოლოგი რომ გამხდარიყო.თუმცა მისი გეგმები და აზრი ბოლო წუთს შეცვალა ერთმა თეატრალურმა წარმოდგენამ, სადაც მას ანტიგონეს როლი მისცეს.

მისი არტისტიზმით ხალხი მოიხიბლა და მასწავლებლებმა ურჩიეს ამ გზას გაჰყოლოდა. მან ჩააბარა სასწავლებელ კაცელში, სადაც კურსები დაამთავრა, თუმცა მსახიობობა არ გააგრძელა. მან კვლავ შეიცვალა აზრი.

მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ შეჯიბრში, რომელიც ტელეწამყვანებისთვის იყო. ამაში დედამაც შეუწყო ხელი. მითუმეტეს მისი მეგობარიც იღებდა მონაწილეობას. 800 მონაწილე გოგონადან 5 აირჩიეს. ერთ-ერთი კელი იყო. ასე დაიწყო მისი კარიერა ტელევიზიაში.

ბოლო წლებში ტელეწამყვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და საწოლს იყო მიჯაჭვული. “თავს ცუდად ვგრძნობ, ყველაფერი მტკივა. ჩემი ქმრის სიკვდილის შემდეგ ფსიქოლოგიურადაც არ ვარ კარგად. მისი სიკვდილის გადატანა არ შემიძლია. სულ საწოლში ვარ, ადგომა არ შემიძლია. ვერასოდეს შევეგუები მის სიკვდილს.” – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები ერთ-ერთ ინტერვიუში.



evden eve nakliyat platformu eşya depolama evden eve nakliyat

evden eve nakliyat

ataşehir evden eve nakliyat ofis taşıma nakliyat firmaları istanbul evden eve nakliyat