fbpx
ეკონომიკაპოლიტიკა

ციპრასი საბერძნეთში ”ინვესტიციების ცუნამს” ელოდება

ბერძენი საზოგადოება, რომელიც რამდენიმე დღეა გაფიცვებს აწყობს, არ იცის, რომ ალექსის ციპრასის კაბინეტმა კრიზისის პრობლემა მოაგვარა. პრემიერმა მოლაპარაკებები ასე შეაფასა: ”მეტისმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს.”

ციპრასის აზრით, საბერძნეთი მომდევნო წლებში ”ინვესტიციების ცუნამს” ელის. მისი ოპტიმიზმი მის ჩინეთში ვიზიტს უკავშირდება, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ინვესტიციაზე შეთანხმება შედგა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნდა, რომ საბერძნეთის ვალის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და შეუძლია, რომ ჰალსტუხი შეიკრას (თავისი მმართველობის დასაწყისში, მან თქვა, რომ ის ჰალსტუხს მხოლოდ მაშინ გაიკეთებდა, როდესაც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა).

თუმცა, ამასთანავე ციპრასისა და პარლამენტარების დისკუსიის დროს, რეფორმებთან დაკავშირებით, გაჩნდა ახალი საკითხი: ბერლინსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული უთანხმოება, რაც შესაძლოა პრემიერის ზეიმის ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს.

onalem

ტესტ