fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ციპრა, ათეისტი და ანტიქრისტე” – მიტროპოლიტი ამბროსი

მიტროპოლიტმა ამბროსიმ საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრას, კიდევ ერთხელ უწოდა სამარცხვინო. მისი თქმით, ის საზღვარგარეთ თავისი ათეისტობის დემონსტრირებას ახდენს. “ის უღვთო და ანტიქრისტე პრემიერია,” აცხადებს მიტროპოლიტი.

სასულიერო პირი აღაშფოთა ფაქტმა, რომ პრემიერმა შობის დღესასწაულზე, ოჯახთან ერთად ბელგრადში გამგზავრება გადაწყვიტა, ვინაიდან სერბეთში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ და ციპრამ ამ გზით საბერძნეთს გაარიდა თავი, რათა უდიდესი რელიგიური დღესასწაული გამოეტოვებინა.

“25 დეკემბერი სერბეთში ჩვეულებრივი სამუშაო დღეა, თუმცა, სერბები მართლმადიდებლები არიან. რა რეაქცია ექნებოდათ მათ, როდესაც საბერძნეთის პრემიერმა საკუთარი ქვეყანა, ოჯახთან ერთად, სწორედ საშობაოდ დატოვა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ქვეყანას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ათეისტი მართავს. თავისი მოზაურობით, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქრისტიანობისადმი ინდიფერენტულობა.

ციპრა საზღვარგარეთ თავისი ათეიზმის დემონსტრირებას ახდენს, ის უღვთო და ანტიქრისტე პრემიერია.”

თუმცა, მიტროპოლიტმა ასევე გაიხსენა მისი ისრაელში ვიზიტი, როდესაც ციპრა სრულაიდ განსხვავებულად იქცეოდა.

onalem

ტესტ