fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ტროპიკული შტორმი და გაუარესებული ამინდი საბერძნეთში

ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად შეიცვალა. ოთხშაბათიდან დაწყებული ძლიერი ქარი, შტორმი და სეზონისათვის უჩველოდ დაბალი ტემპერატურა ჯერ კიდევ გაგრძელდება. მეტეოროლოგები ამ დროისათვის შეუსაბამო ცუდ ამინდზე საუბრობენ , რისი ერთ-ერთი მიზეზიც ხმელთაშუა ზღის ციკლონია, რომელიც სიცილიის სანაპიროდან იონიის ზღვის მიმართულებით მოძრაობს.

მეტეოროლოგები, ხუთშაბათს, ქარის უფრო მეტად გაძლიერებას ელოდებიან. მისი სიჩქარე 9-11 ბალს მიაღწევს, რაც, დიდი ალბათობით, მასშტაბურ პრობლემებს გამოიწვევს.

გაუარესებული ამინდი და ძლიერი ქარი პრობლემას შეუქმნის არა მარტო გემებს, არამედ თვითმფრინავებსაც. განსაკუთრებულად საშიშ ტერიტორიად ეგეოსის ზღვის კუნძულები და იონიის ზღვა სახელდება.

ორშაბათ დღესთან შედარებით, ხუთშაბათს ტემპერატურა 12-15 გრადუსით დაეცემა.

ძლიერი წვიმაა გამოცხადებული ქვეყნის აღმოსავლეთ კონტინენტზე. კერძოდ, ევიაში, აღმოსავლეთ პელოპონისოზე, კიკლადების კუნძულებზე და შესაძლოა, კრეტაზეც. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი უნალექო, მზიან ამინდს გვპირდებიან, თუმცა, ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება.

ჭექა-ქუხილსა და ძლიერ წვიმას ელოდებიან სინოპტიკოსები შაბათს, სტერეასა და ევიაში.

პარასკევს, ღამით, ამინდი გაუარესდება სამხრეთ იონიის ზღვაზე და გავრცელდება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით. შედეგად, შაბათს, ღამით, პელოპონისოზე და დასავლეთ კრეტაზე ძლიერი შტორმები იქნება. ასევე, გაძლიერდება ქარი და მისი სიჩქარე 11 ბალს მიაღწევს.

ძლიერი ქარი, რომელიც ბევრ პრობლემას გამოიწვევს, პარასკევს, შუადღემდე გაგრძელდება. თუმცა, პროგნოზის მიხედვით, შაბათ-კვირას გაცილებით რთული სიტუაცია შეიქმნება, რაც ტროპიკული შტორმის ხასიათს მიიღებს.

მართლაც, სიცილიის სანაპიროებიდან წამოსული ციკლონი, თანდათანობით, ტროპიკულ მახასიათებლებს მიიღებს, რაც სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საბერძნეთში ამინდის გაუარესებას გამოიწვევს, შემდეგ კი ქვეყნის დანარჩენ ნაწილსაც დააზარალებს. ციკლონი, რომელსაც თან ძლიერი ქარი და წვიმა ახლავს, შაბათ-კვირას, მნიშვნელოვნად ავნებს ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ არეალს, განსაკუთრებით, პელოპონისოს, ევიასა და კრეტას. ორშაბათს კი, ინტენსიური წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა ქვეყნის უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს.

“ყველა ფრთხილად უნდა იყოს ოთხშაბათიდან კვირამდე. სეზონისათვის ნამდვილად უჩვეულო ამინდია, რომლის მსგავსი ჩვენს ქვეყანას ბოლო ათწლეულის მანძილზე არ ახსოვს. გასულ წლებში, ტემპერატურა, 30-32 გრადუსს აღწევდა, ახლა კი, საგრძნობლად დაბლა დაეცემა” – ასეთ კომენტარს აკეთებს მეტეოროლოგი კალიანოს უცნაური ამინდის ფენომენზე საუბრისას.

onalem

ტესტ