ტრიკალაში თოვლის საფარი იმატებს!

დილიდან ტრიკალაში გადაუღებლად თოვს. სათხილამურო კურორტებზე პეტრულისა და პეტრულიოტიკაზე თოვლის საფარის სიმაღლემ საგრძნობლად მოიმატა. თესალიაში შეუწყვეტლად მუშაობენ მანქანები, რათა გზები უხვი ნალექისგან გაწმინდონ.

უამრავი ადამიანი უკვე ესტუმრა აღნიშნულ კურორტებს, რათა თოვლით ისიამოვნონ. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ თოვა არ შეწყდება.

აღსანიშნავია, რომ ელატიდან ვლახას ჩათვლით მანქანებს ესაჭიროებათ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. ნერადოხორში კი ვითარება გაცილებით მარტივია.

ტრიკალას მერი, ხრისტოს მიხალაკისი კოორდინაციას უწევს გაწმენდით სამუშაოებს, რათა მოსახლეობამ გადაადგილება პრობლემის გარეშე შეძლოს.

ტემპერატურა მაქსიმუმ +6 გრადუსია, ხოლო მთიან რეგიონებში -2-დან +2-მდე მერყეობს.

melano

ტესტ