ტრიკალა: ქალი მოძალადე ქმარს გაექცა და შვილების გადასარჩენად დუმილი დაარღვია

გუშინ ტრიკალას სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და მამაკაცს, რომელიც საკუთარ ცოლსა და შვილებზე ძალადობდა, 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას განაჩენის გასაჩივრების უფლება არ აქვს.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი ცოლს წლების მანძილზე აუპატიურებდა და სცემდა, ასევე ფიზიკურად ძალადობდა თავის შვილებზე და მათ მოკვლით ემუქრებოდა. 35 წლის ქალს ცხოვრება კოშმარად ექცა. მისი სხეული მუდმივად დასიებული და დალურჯებული იყო და უყურებდა მსგავს მდგომარეობაში მყოფ შვილებს.

საბოლოოდ, ქალმა ამ ყველაფრის ატანა ვეღარ შეძლო. ქმარს გაექცა, შვილები თან წაიყვანა და დუმილი დაარღვია. ის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და საჩივარი შეიტანა. გამოძიების შედეგად მამაკაცი დააპატიმრეს.

მისმა ცოლმა სასამართლო პროცესზე გაიხსენა პანიკური დღეები, რომელიც შიშსა და ტანჯვაში გაატარა.

45 წლის მამაკაცი ბრალდებებს უარყოფს. მის გამართლებას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის და ცნობიერების დონის დაკარგვით ცდილობდნენ.

საბოლოოდ, გუშინდელი გადაწყვეტილებით მამაკაცი ციხეში 12 წლის მანძილზე იჯდება და სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

melano

ტესტ