ტრიკალა: მკვლელობა 160 ევროს გამო

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დილით ტრიკალაში 41 წლის მამაკაცი დააკავეს. ის 82 წლის მოხუცს სახლში, ძარცვის მიზნით შეეჭრა.

აღმოჩნდა, რომ ისინი ბიძა და ძმისშვილი არიან.

როგორც ცნობილია, დამნაშავე სახლში ფანჯრის საშუალებით შევიდა.

როცა 82 წლის მოხუცმა გააცნობიერა, რომ ვიღაც თავს დაესხა, თავის დაცვა სცადა, ამის შემდეგ კი მისმა 41 წლის ძმისშვილმა თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

დაზიანებები მამაკაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ის, რისი წაღებაც დამნაშავემ მოახერხა, მხოლოდ 160 ევროა.

41 წლის მამაკაცი ტრიკალას პოლიციამ მალევე დააკავა. მას 155, 20 ევრო ჩამოართვეს.

დაკავებულს ტრიკალას სასამართლო ძარცვისა და განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებს.

melano

ტესტ