fbpx
საბერძნეთი

ტრაგიკომიკური შემთხვევა კორფუზე: გარდაცვლილი ქალის ცხედარი ზღვაში რამდენიმე საათის მანძილზე დაცურავდა

ეს ყველაფერი დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კუნძულ კორფუზე, ქალი გლიფადას ტერიტორიაზე დაიხრჩო. თუცა, არც პორტის ხელმძღვანელობა, არც პოლიცია და არც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე არ გამოცხადდა. ქალის ცხედარი ზღვაში რამდენიმე საათის მანძილზე დაცურავდა.

საბოლოოდ დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა ცხედარი სანაპიროზე გამოიტანეს და შეზლონგზე დაასვენეს.

მედიას შემთხვევის შესახებ თვითმხილველებმა უამბეს.

ცხედარი დაახლოებით 14:00 საათზე აღმოაჩინეს, კლდეებთან ცურავდა და აშკარა იყო, რომ ეს ცოცხალი ადამიანი არ იყო.

სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა პოლიციას და სანაპირო დაცვას შეატყობინეს.

სანაპირო დაცვის თანამშრომლები ადგილზე სამი საათის შემდეგ მივიდნენ და ხალხს შეატყობინეს, რომ ნავი მალე იქ იქნებოდა და ცხედარს გამოიტანდნენ. თუმცა, არავინ მისულა.

მომდევნო ორი საათის მანძილზე ცხედარი ისევ წყალში იყო და თვითმხილველთა თქმით, ამ ყველაფერს სანაპიროს დაცვა უყურებდა.

საბოლოოდ, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლები ადგილზე 19:30 წუთზე მივიდნენ და ცხედარი დიდ შავ პლასტიკურ ტომარაში მოათავსეს.

როგორც ჩანს, მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება არავის სურდა, არც პოლიციას, არც სასწრაფო დახმარების სამსახურს და არც სანაპირო დაცვას. ის, უბრალოდ, ერთი რიგითი ადამიანი იყო, რომელიც ზაფხულის პერიოდში დაიხრჩო, ეს კი სეზონზე ძალიან ხშირად ხდება.

onalem

ტესტ