fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია შობის ღამეს: გარდაცვლილია 21 წლის მამაკაცი

ტელეკომპანია Star-ის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ამფისას გზაზე მომხდარ ავტოავარიას 21 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვეპლა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, სამი მეგობარი მანქანაში ჩასხდა, რომელიც მძღოლის დედას ეკუთვნოდა და გეზი ლამიას მიმართულებით აიღეს.

მოძრაობისას, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, თავის კურსს გადაუხვია და განათების ბოძს შეეჯახა.

შედეგად, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი ორი მეგობარი მძიმედ დაშავდა. ისინი ამფისას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამფისას საგზაო პოლიცია მომხდარის კონკრეტულ მიზეზებზე მუშაობს.

onalem

ტესტ